ფოტო გალერეა

612A6826

სასტუმრო პალიასტომი

ფოთში, ზამბახიძის 5 ნომერში მდინარე კაპარჭინას და პალიასტომის ტბის პირას მდებარეობს სასტუმრო პალიასტომი.

სასტუმროდან 5 წუთის სავალზე არის მაგნიტური ქვიშით გამორჩეული მალთაყვის სანაპირო, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები გააჩნია.

სასტუმროს აქვს დიდი და მყუდრო გარე სივრცე, სადაც არის ორი მინი სკვერი, ორი ფანჩატური, მინი სტადიონი ფრენბურთის ბადით და რკინის სავარჯიშო კონსტრუქციები. ასევე ეზოში გაშენებულია ხეხილი: ვაშლი, ატამი, ფეიხო, ლიმონი, მანდარინი და ა.შ.

სასტუმროში არის 29 ნომერი, რომელთა ფასებიც 40 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს.

პერსონალი ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენაზე მოგემსახურებათ.

სასტუმროს ახლო მომავალში დაემატება აუზი, საუნა და სატრენაჟორო დარბაზიც.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი
ზამბახიძის #5
ტელეფონი
ტელეფონი 2
სოციალური მედია
   

მისამართი რუკაზე