სასტუმრო გრინ ჰაუსი არის ორ სართულიანი. მეორე სართულზე არის 3 ოთახი საერთო საპირფარეშოთი და სააბაზანოთი, რომელშიც არის ჯაკუზი. საპირფარეშო და სააბაზანო ცალ-ცალკეა. სასტუმრო გათვლილია 6 ადამიანზე და მისი ღირებულებაა 180 ლარი.
პირველ სართულზე არის 3 საძინებელი, აქედან 2 საძინებელი გათვლილია 3-3 პერსონაზე, ხოლო მესამე საძინებელი გათვლილია 4 პერსონაზე. ყველა საძინებელს აქვს სამზარეულო ინვენატრი და ინდივიდუალური საპირფარეშო. 3 პერსონაზე ოთახის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო 4 პერონაზე 120 ლარი.
სასტუმროს აქვს დიდი ეზო, ბარბექიუ ზონით და სახლის უკან არის მდინარე, რომლის ნაპირასაც არის მოწყობილი ბარბექიუ ზონა, სადაც შეგიძლიათ ითევზაოთ და განიტვირთოთ.
სასტუმროში არის უფასო ვაიფაი და პარკინგის სივრცე.