ფოტო გალერეა

შუქურა

ფოთის შუქურა

ფოთში მოგზაურობის დაგეგმვისას არ გამოგრჩეთ საზღვაო შუქურა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება!

130 ტონა თუჯისგან დამზადებული ეს ნაგებობა 160 წლის წინ ლონდონიდან ჩამოიტანეს და მას შემდეგ, ერთგულად ემსახურება ქართულ ნაოსნობას.

ფოთის შუქურა მეტალისგან შექმნილი პირველი სანავიგაციო შენობა იყო მთელ რუსეთის იმპერიაში.

ფოთის შუქურა იმავე კომპანიის მიერ არის დამზადებული, რომელმაც შექმნა ეიფელის კოშკის კონსტრუქციები.

რკინის სპირალურ კიბეს, რომელიც შუქურის წვერომდე ადის, 160 საფეხური აქვს. მისი სიმაღლე 40 მეტრამდე აღწევს. ნათების სიშორე კი 16 საზღვაო მილია – ანუ დაახლოებით 30 კილომეტრი. ადრე მის სანათს შვედური ფითილიანი ნავთქურით ანათებდნენ. საწვავად ხან ნახშირს, ხან ნავთს იყენებდნენ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი
თავდადებულის #93
ტელეფონი
ტელეფონი 2
ელ.ფოსტა
ვებ გვერდი
სოციალური მედია
   

მისამართი რუკაზე