ტურისტული, სპორტული თუ სამოყვარულო თევზჭერის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია კრატასიუკის ქუჩაზე არსებული მარტოწყალას ტბა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და უნიკალური ტბა საქართველოში. 22 მეტრის სიღრმის და 32 ჰექტარი ფართობის მქონე ტბაში ბინადრობს თევზების მრავალი სახეობა, მათ შორის:
ღლავი, ქარიყლაპია, კობრი, თეთრი ამური, ქორჭილა, ფარგა, სქელშუბლა, ქაშაპი, კაპარჭინა, ბლიკა, გუწუ, ბერში, ნემსთევზა, ვერცხლისფერი კარჩხანა, ოქროსფერი კარჩხანა, ნაფოტა, თეთრულა, ჭიჭყინა, ფრიტა, ვიმბა, ღორჯო, ფსევდორაზია, გამბუზია, კეფალი, ფარფლწითელა, შამაია, კიბო.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგრანტო კონკურსში გამარჯვებით მოპოვებული თანხით ტბაზე მოეწყო სათევზაო პირსები, საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები. გარდა ამისა ტბაზე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები და ტარდება ტურნირები თევზჭერაში.