თუ ზაფხულში ზღვის პირას დასვენებას გადაწყვეტთ, მალთაყვის სანაპირო ამისთვის იდეალური ადგილია. გარდა შესანიშნავი ბუნებისა ფოთის სანაპიროები გამოირჩევა მაგნიტური ქვიშით, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს
მაგნიტურ ქვიშას გააჩნია მაღალი სამკურნალო ეფექტურობა შემდეგი დაავადებების დროს:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (I და II სტადიის ჰიპერტონიული დაავადება, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია და სხვა);
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (რევმატული და ინფექციური პოლიართრიტები ქრონიკულ სტადიაში, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები), პოსტტრავმატული რეაბილიტაცია;
ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონიული ფორმის ნევროზი, კლიმაქსური ნევროზი, ნევრალგია და სხვა);
ბავშვთა დაავადებები (რაქიტი, სპინალური პარეზები, სამშობიარო ტრავმები და სხვა);
ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს.
განსაკუთრებით კარგია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენება ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ. მაგნიტოთერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროსაც