6 ფოთელი ახალგაზრდა მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციის, UNESCO-ს ახალ პროექტში დასაქმდა.
პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს.
6 ფოთელი ახალგაზრდა: ცოტნე ხარებავა, ალექსანდრა მატკავა, ფიქრია მალანია, მირიან სოსელია, მერაბ ჩაჩხალია და ნინი მარიამიძე უშუალოდ ჩაერთო UNESCO-ს უბნის “კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიების” მართვის პროცესში.
UNESCO არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც მსოფლიო მოსახლეობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაა.
UNESCO- ს სტატუსი ფოთს და მთელს რეგიონს აძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას ბევრი მიმართულებით და მათ ეკო ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისათვის.
UNESCO-ს პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა

ფოთში ფიდერით თევზჭერის ტურნირი ჩატარდა
ქალაქ ფოთში, მარტოწყალას ტბაზე, მაღაზია iason100-ის და ფიდერის ფედერაციის ეგიდით