2022 წლის 15-24 ივლისს ქალაქი ფოთი უმასპინძლებს ფოთის XV საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს “ნანა ალექსანდრიას თასი-2022”, რომელსაც ეყოლება 10 ქვეყნის 400-ამდე მონაწილე. ფესტივალის ორგანიზატორები და ფინანსური მხარდამჭერებია: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”.
ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 ლარს.