მოსახლეობა და ფართობი:
ქალაქ ფოთში ამჟამად 47 500 მაცხოვრებელია, ქალაქი შეიძლება ითქვას არის მონოეთნიკური და მონორელიგიური, მიხედავად იმისა, რომ საბჭოთა მმართველობის პერიოდში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა რუსულ ენოვანი მოსახლეობა ასევე მრავლად იყო ებრაული თემი წარმოდგენილიც.
დღეს ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 90% ზე მეტი არის ეთნიკურად ქართველი, შემდეგ მოდის რუსულ ენოვანი მოსახლეობა და უკრაინული თემი, არის მცირე რაოდენობით სომხებიც(50-60 ოჯახი) რომელთა უმეტესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია.
ქალაქში გენდერული ბალანში თითქმის თანაბარია, მცირედით არის ქალთა რაოდენობა მეტი მაკაცებზე შესაბამისად 52%-48% -თან თანაფარდობით.
ფოთი არ ითვლება მჭიდრო დასახლებულ ქალაქად, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კმ/კვ -ზე შეადგენს 742 კაცს რაც საშუალო მაჩვენებელია, ქალაქს აქვს პოტენციალი მოსახლეობის რაოდენობა გაზარდოს რამოდენიმეჯერ და შეინარჩუნოს ასევე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო რესურსი.
მდებარეობა:
ქალაქი ფოთი მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია.
ფოთის მთლიანი ფართობი 64 კმ/კვ – ია და ამ მონაცემებით ქალაქ ქუთაისს უტოლდება, მისი მაქსიმალური სიგრძე 18 კმ, ხოლო სიგანე 7 კმ-ია.
დედაქალაქიდან ქალაქ ფოთი 345 კმ-თაა დაშორებული, ასევე საქართველოს სხვა მსხვილი ქალაქებიდან შესაბამისად ქუთაისთან-100, ბათუმთან-67,სოხუმთან-170, ხოლო რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრთან ზუგდიდთან-55 კმ-თაა დაშორებული.
ქალაქი იყოფა 4 ისტორიული განაშენიანების უბნად, რაც პრაქტიკულად უდევს საფუძვლად მის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფას , ესენია:
ა) კუნძულის უბანი
ბ) ნაბადის უბანი
გ) ცენტრის უბანი
დ) მალთაყვის უბანი
ამ უბნებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და მრავალრიცხოვანი არის კუნძულის უბანი.